ჭარბი წონა და 18 საათიანი დიეტა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ვარ 57წლის,ბავშვობიდან ვარ ჭარბწონიანი, დიეტით მალე ვიკლებდი და შემდეგ მალე ვიმატებდი.წონა გამექცა 130კგ მამდე.ეხლა ვარ დიეტაზე და 2 თვეში მოვიკელი 5კგ.....(გამიჩირდა მოკლება) ვაკეთებ 18 საათიან დიეტას ანუ 3-4 საათის შემდეგ არ ვჭამ, არ მიჭრს მაგრამ როდესაც ვწვები ხშირად მემართება არითმია (გული ფარღთხალებს თუ კუჭი ვერ გავიგე (მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში)დავლევ ვერაპამილს და გადამივლის. ეს ხდება როდესაც დიეტას ვაკეთებ იმ პერიოდში. ვერ გავიგე დატვირთული კუჭით არ ვწვები და რატომ ხდება ეს? ადრეც დამემართა დიეტის დაცვის დროს
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, მოგაწოდებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • რა იწვევს ჭარბ წონას;
  • კვების როლი სიმსუქნის დროს;
  • 18 საათიანი ინტერვალური დიეტა.

ჭარბი წონა არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა და მისი გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.
ჭარბი წონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ჰორმონული დარღვევა, თავად დისბალანსის მიზეზი კი, არაერთია.
ჭარბი წონა ზრდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:

  • დიაბეტი;
  • ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
  • მაღალი წნევა;
  • ძილის აპნოე;
  • ლიპიდების ცვლის დარღვევა;
  • ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
  • მეტაბოლური სინდრომი.

სიმსუქნის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აუცილებელია სწორი დამოკიდებულება შეიქმნათ წონის კლებასთან დაკავშირებით. სწორად კვების მოწესრიგებაა პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ჭარბწონიანმა ადამიანმა, მაგრამ აუცილებელია, მანამდე მიმართოთ სპეციალისტს. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს.
თქვენ არ იღებთ ორგანიზმისთვის საჭირო კალორიებს, ასევე, არასწორი მიდგომით ზიანს აყენებთ კუჭს, იქიდან გამომდინარე, რომ კუჭსა და გულს საერთო ინერვაცია აქვთ, გრჩებათ შეგრძნება, რომ გაქვთ არითმია.

charbi_wona


რაც შეეხება 18 საათიან შიმშილს, ეს არის ინტერვალური დიეტა და მისი ძირითადი თვისება ისაა, რომ ჭამაზე სრულიად უარის თქმა საჭირო არ არის, უნდა გამოტოვოთ საუზმე, სადილი ან ვახშამი.
ამ დიეტას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დიეტას აქვს უკუჩვენება და აკრძალულია მათთვის ვისაც აწუხებს გასტრიტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლების პრობლემა, ინსულინრეზისტენტობა და ა.შ.
ამიტომ, გირჩევთ, ნუ აჰყვებით „მოდურ ტენდენციებს“ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ ჯანსაღი და სწორი კვების რაციონს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა