ჭიპის ტკივილი - ქირურგია

კითხვა: მაქვს ჭიპთან ტკივილი. გავიკეთე ანალიზები. ექოსკოპია. არაფერი არისო. რა შეიძლება იყოს მიზეზი
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • ჭიპის ტკივილის გამომწვევი მიზეზები;
  • რა არის ომფალიტი.

ჭიპის ტკივილი შესაძლოა რამდენიმე მიზეზმა განაპირობოს, მათ შორისაა:

  • ასკარიდოზი;
  • ნაწლავის სანათურის დახშობა;
  • ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა;
  • ნაწლავების პერფორაცია.

ასევე შესაძლოა, ჭიპი გაიღიზიანეთ და გამოიწვიეთ ომფალიტი, რომელიც ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩივილის გამომწვევი ომფალიტია, მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, რადგან მარტივი ომფალიტისგანაც კი, არის რისკები, რომ განვითარდეს სეფსისი!

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა