კითხვა: გამარჯობა. წლის და ოთხი თვის ბავშვი მყავს. სიცხე აქვს 37.7.. არც ახველებს არც ცხვირიდან ჩამოსდის. კბილები ამოსდის ალბათ მაგის ბრალია ხო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხელება ნორმალური საპასუხო რეაქციაა სხვადასხვა მდგომარეობაზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული ინფექციაა.
რთულია დაზუსტებით გიპასუხოთ, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ცხელება, თუმცა ბავშვის მაღალი ტემპერატურა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ ბავშვს ესაჭიროება მკურნალობა და/ან სიცხის შემოწმება.ტემპერატურის მომატება ,ცხადია ,შესაძლოა გამოეწვია თქვენს მიერ დასახელებულ მიზეზსაც.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი. ჩვეულებრივ, მაღალ სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ.
აღნიშული პრობლემით პირველ რიგში უნდა მიმართოთ პედიატრს, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა