მოგესალმებით,
ცხელება ნორმალური საპასუხო რეაქციაა სხვადასხვა მდგომარეობაზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ინფექციაა.
იმის მიხედვით ,რასაც თქვენ აღნიშნავთ ,მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა .ერთი თვის განმავლობაში მყარი ტემპერატურა 38 გრადუსის ფარგლებში ,მხოლოდ პათოლოგიურ მდგომარეობას შეიძლება გამოხატავდეს .
შეუძლებელია დისტანციურად ამოვიცნოთ ბავშვის ცხელების მიზეზი ,მაგრამ მოგაწვდით რამოდენიმე რჩევას ,კერძოდ :
- ბავშვის მაღალი ტემპერატურა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ ბავშვს ესაჭიროება მკურნალობა და/ან სიცხის შემოწმება.
- მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დასახელებული ცხელება მუდმივია ,თუ გარდამავალი ხასიათის
- მნიშვნელოვანია იმ ექიმთა მოსაზრება ,რომელთა მიერაც ჩატარდა მკურნალობა პნევმონიის დიაგნოზით
- მნიშვნელოვანია თუ რის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი ,იყო თუ არა ის დადასტურებული რენტგენოლოგიური მონაცემებით და როგორი იყო მკურნალობის ბოლოს ეს სურათი
- თქვენს მიერ დასახელებული სისხლის ანალიზი ჩატარებულია ამჟამად თუ თქვენს ხელთ არის მხოლოდ კლინიკაში ყოფნის დროს მიღებული მონაცემები
- მნიშვნელოვანია ამჟამად ბავშვის გასინჯვის მონაცემები,რომელშიც იგულისხმევა ფილტვების მოსმენა ,ზოგადი მდგომარეობის შეფასება ,სხვა სისტემებში არსებული მდგომარეობა ,ისეთში როგორიცაა ლიმფური ჯირკვლები ,ნუშურა ჯირკვლები ,კბილები და ა.შ.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი. ჩვეულებრივ, მაღალ სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ.
აღნიშული პრობლემით პირველ რიგში უნდა მიმართოთ პედიატრს, რომელიც შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!