ცხვირის ტრავმა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მივიღე ტრავმა სახის არეში,რედგენით მაქვს გარეგნული დაზიანება, გაბზარული ცხვირი,ერთი კვირის წინ,ორი დღეა მარცხენა ნაწილში უკან დამეწყო ტკივილი,რამდენად საშიშია და რა შეიძლება გავაკეთო აქ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ მკურნალობის ძირითადი ამოცანაა, დაზიანებული ორგანოს ფორმისა და ფუნქციის აღდგენა, ანთებითი გართულებებისა და ტრავმისშემდგომი დეფორმაციების პროფილაქტიკა, მოტეხილი ძვლის ფიქსაცია და სტაციონარში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანა, სადაც დაზიანების სიმძიმის, ტრავმის მიმდინარეობის და კლინიკური გამოვლინებების გათვალისწინებით, პაციენტს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.
ცხვირის ძვლის მოტეხილობა შესაძლოა იყოს როგორც ღია, ისე დახურული, როგორც ძვლების ცდომით, ასევე ცდომის გარეშე. ცხვირის ძვლების მოტეხილობისას უპირველეს ყოვლისა სისხლდენა და ტკივილი ვითარდება. როდესაც მოტეხილობას თან ახლავს ძვლების ცდომა, ცხვირი დეფორმირებულია და სუნთქვა ჭირს. ზოგჯერ ცხვირის ძვლებთან ერთად სახის სხვა ძვლებიც ზიანდება. გამორიცხული არც ცხვირის ირგვლივ მდებარე სტრუქტურების დაზიანებაა. თუ ცხვირის დანამატი ღრუებია დაზიანებული, კანქვეშა ემფიზემა ვითარდება.
ცხვირის ტრავმებს საკმაოდ ბევრი გართულება მოჰყვება, ამ მხრივ აღსანიშნავია ცხვირის ძვლების მოტეხილობის შემდგომი ცხვირის ძგიდის გამრუდება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ქრონიკულ რინიტებსა და სინუსიტებს, ასევე - ცხვირის ხრტილის მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმები.
ზოგჯერ სისხლდენის შედეგად ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში ჩაღვრილი სისხლი წარმოქმნის ჰემატომას, რომელიც მის დეფორმაციას იწვევს. შესაძლოა, განვითარდეს ცხვირის ძგიდის ჰემატომა, რომელსაც ძგიდის დაჩირქება და ხრტილის განლევა ახასიათებს. ძგიდის ქრონიკული გამრუდებისას ყველაზე ხშირად ვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი. ცხვირის ტრავმის მოგვიანებითი გართულებებია სისხლის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ცვლილებები. მოსალოდნელია ორგანიზმის დასუსტება იმუნური ძალების დაქვეითების გამო.
სახის ტრავმის გართულების თავიდან აცილების საუკეთესო გზა დროული და კვალიფიციური მკურნალობაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, რომელიც პოლიპროფილურია და გყვავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.
მობრძანდით ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზუალურ–ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასუნთქ ორგანოს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და ამის შემდეგ დაგეგმავს თქვენზე მორგებულ მკურნალობის მეთოდს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ყბა–სახის ქირურგიც, რომელთან ვიზიტიც აქციის ფარგლებში უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა