ცნობიერების დაკარვა - ნევროლოგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს ორჯერ დაემართა ასეთი რამ უცებ გაითიშა და დაახლოებით ერთი საათი მოგვყავდა გონს,სასწრაფო რო მოვიდა გვითხრეს რო სისხლის მიმოქცევის ბრალიაო ექიმთან არ ვყოფილვართ ბოლოს ერთი თვის უკან დაემართა და მაინტერესებს რა გამოვუკვლიო რისი ბრალი იქნება ?დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:


მოგესალმებით,
ცნობიერების დაკარგვის ( სინკოპე ) საფუძველი, ხშირ შემთხვევაში, როგორც თავადაც აღნიშნეთ, თავის ტვინის მწვავე, მაგრამ მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა.
ეს კი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული.
დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ასევე, მნიშვნელოვანია გულის წასვლისგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თავბრუხვევის გარჩევა, კერძოდ:

  • ჰიპოგლიკემიის;
  • ეპილეფსიური გულყრის;
  • ისტერიული გულის წასვლის;
  • სხვა პათოლოგიების.

აუცილებელია, პირველ რიგში გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩართოთ ნევროლოგი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

თუ კვლევების შემდეგ გამოირიცხება კარდიოლოგიური პათოლოგიები, კარდიოლოგი გადაგამისამართებთ ნევროლოგთან, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.
ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ნევროლოგი თავად მოგცემთ რეკომენდაციას, საჭირო აპარატურულ კვლევაზე, რომელთა აქციებიც, სავარაუდოდ უკვე იხილეთ ჩვენს ერთ–ერთ პასუხში.

გაცნობებთ, რომ ნევროლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა