„დამბლა“ ძილის დროს - რჩევები

კითხვა: გამარჯობათ არ ვიცი შეიძლება ეს სიზმარი იყო მაგრამ ძალიან შემეშინდა. მეძინა და თითქოს ფეხს ვერ ვამოძრავებდი. რომ გამოვფხიზლდი ჩვეულებრივ ავამოძრავე. ცოტა ხანში კვლავ ჩამეძინა და ახლა თითქოს ზედა ტუჩს ვერ ვამოძრავებდი . კვლავ გამოვფხიზლდი და ავამოძრავე. 18 წლის ვარ. ეს ინსულტი ან რამე რომ ყოფილიყო ახლაც ხომ ვერ ავამოძრავებდი ? ძალიან გთხოვ დამეხარეთ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ინსულტი - კლინიკური სინდრომია, რომელიც ხასიათდება სწრაფად განვითარებული, დროთა განმავლობაში გლობალური, ცერებრული ფუნქციების დაკარგვით გამოწვეული სიმპტომებითა და ნიშნებით, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ან იწვევს სიკვდილს.
შესაბამისად ფაქტია, რასაც მოგვითხრობთ სიზმარი იყო და არანაირი კავშირი რეალურობასთან არ აქვს, სანერვიულო და საშიშიც, რა თქმა უნდა არაფერია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა