დერმოიდული კისტა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 14 წლის ბიჭს დროდადრო აქვს კუდუსუნზე ტკივილი და სისხლიანი გამონადენი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. რა შეიძლება იყოს მიზეზი.ტრავმა არ ჰქონია.
პასუხი:

მოგესალმებით,
შესაძლოა საქმე გვქონდეს ე.წ ბეწვის ჩაბრუნებასთან, იგივე დერმოიდულ კისტასთან, რომელიც არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია.
გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება და დაინფიცირება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი და განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა