ლიმფური ჯირკვლების გადიდება ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამრჯობა,ჩემს 3 წლის ბიჭს ყურის უკან აქვს ორივე მხარეს პატარა შარიკის მსგავსი სიმაგრე ,ასევე ყურის დაბლა ყელზე ორივე მხარეს და კეფაზე .ერთ მხარეს შეხებისას სტკივა სხვა არა,მაინტერესებს რა შეიძლება იყოს.ხშირად აქვს ანგინა ასევე ქონდა 2ჯერ ოტიტი.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან, მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან.
თავადაც აღნიშნავთ, რომ ბავშვს ხშირად აქვს ანგინა და გადატანილი აქვს ოტიტი, აქედან გამომდინარე, აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება.
ანამნეზში გასათვალისწინებელია: გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება, ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას: ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზაცია უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევით, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ყოველივე ამის შემდეგ, თუ თვითონ პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა სხვა სპეციალისტთა დახმარებაც - კერძოდ, ინფექციონისტის, იმუნოლოგის, ონკოჰემატოლოგის.
გირჩევთ მიმართოთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა