ძუძუს ცისტა - მამოლოგია

კითხვა: საღამო მშვიდობისა გთხოვთ გამიწიოთ დახმარება და მიპასუხოთ .სითხე წამომივიდა ერთი მკერდიდან.გადავიგე რენდგენი და იქ წერია .კეროვანი დაზიანებებში წერია ზედა ლატერალურ კვანდრატში ისახება მრგვალიფორმის ცისტა არაერთგვაროვანი შიგთავსით ,დიამეტრით 5,5მმ(ექოგრამა)ექიმთან ჯერ არ მიმიტანია. იქნებ მითხრათ .
პასუხი:

მოგესალმებით,
ძუძუს ცისტა (კისტა ) არის სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია.
ცისტა შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ორგანოში, მათგან ერთ-ერთი კი, სარძევე ჯირკვლებია.
ძუძუში კისტების წარმოშობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მაგალითად:

  • გინეკოლოგიური დაავადებები;
  • ჰორმონული ფონის ცვლილებები;
  • ძუძუთი კვების პრობლემები;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.

ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. დიაგნოსტირებისთვის უმეტესად ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა და ასპირაციული ბიოფსია.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი–მამოლოგი, შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა