მამოგრაფიული კვლევის პასუხი - მამოლოგია

კითხვა: სკრინინგ ცენტრში გავიკეთე მამოგრაფია და ექოსკოპიის სარძევე ჯირკვლის.პასუხში წერია ასე :ლატერალურის საზღვარზე,არეოლასთან ისახება არქიტექტურული დეზორგანიზაციის უბანიო ზომით12*4მმ.სხვა არაფერი უთქვიათ,თავად მიბრძანდით მამოლოგთანო.სანამ მივალ,მაინტერესებს სერიოზულია რამე?
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს კლინიკური კვლევის პასუხს და არა დიაგნოზს, მხოლოდ ამ მონაცემზე დაყრდნობით პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
თუმცა, „არქიტექტურული დეზორგანიზაციის უბანი“ ნიშნავს, რომ მიმდინარეობს გარკვეული ცვილებები რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც კეთილთვისებიანი დაავადება ისე ავთვისებიანი პათოლოგიის დასაწყისი.
ამიტომ, აუცილებლად უნდა გაიაროთ მამოლოგთან კონსულტაცია. მან უნდა შეაფასოს მდგომარეობა, რის შემდეგაც შესაძლოა დამატებით დაგენიშნოთ ბიოფსია.
საჭირო იქნება დინამიკაში დაკვირვებაც, 3 ან 6 თვეში ერთხელ. თუმცა, ამომწურავი პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა ექიმის პრეროგატივაა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგ თამილა როინიშვილთან კონსულტაციაზე. სადაც, ანამნეზისა და კვლევთა პასუხების შეჯერების შემდეგ დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა