ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს პოლიპი - გინეკოლოგია

კითხვა: გავიკეთე საშვილოსნოს ღრუს ბიოპსია. დიაგნოზი:ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და პოლიპები უჯრედული ატიპით. თუ ექვემდებარება მკურნალობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. ენდომეტრიოზი - არის ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება.
ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი შრე, რომელიც ფარავს კუნთოვან შრეს.
თუ ენდომეტრიტის მკურნალობა დროულად და სრულყოფილად არ ჩატარდა, შესაძლოა, განვითარდეს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (გასქელება), გარკვეული ხნის შემდეგ კი, გაჩნდეს პოლიპი.
პოლიპი შეიძლება გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც, იყოს ერთეული ან მრავლობითი. მრავლობით პოლიპს საშვილოსნოს პოლიპოზს უწოდებენ. პოლიპების უმრავლესობა ფართო ფეხით არის დაკავშირებული ლორწოვან გარსთან, თუმცა არსებობს პოლიპები გრძელ ფეხზეც.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
თუ რომელი მეთოდით გესაჭიროებათ მკურნალობა, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ–გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა