კითხვა: გამარჯობა, მუდმივად ეუთიროქსის მიღება მავნებელია თუ არა სხვა ორგანოსთვის? მაგ.: დააზიანოს კუჭნაწლავი, ღვიძლი , ან თირკმელი? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ეუთიროქსი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის აღსადგენად ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების რეციდივების პროფილაქტიკისათვის.
ჰიპოთირეოზისას, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ ეუთიროქსით მკურნალობა, ჩვეულებრივ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.
ასევე, სხვადასხვა პათოლოგიის დროს გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი სპეციალისტი.
ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში უმჯობესია, მიმართოთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა