კითხვა: მოგესალმებით.შეკითხვა მაქვს თქვენთან,მაქვს ქუსლების ტკივილი ჩავიტარე გამოკვლევები მხოლოდ არ გადამიღია ფეხები რენდგენულად,მაინტერესებს ვის მივმართო და რა დამიჯდება მიახლოებით ქუსლების გადაღება.ფეხებს ვიბან ძალიან ცხელი წყლით და რამდენად რეკომენდირებულია ტკივილის დროს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერფი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქუსლებში ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში, მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება).
ტკივილის მიზეზის დასადგენად იყენებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ტერფის პათოლოგიისა და სტატიკის დარღვევის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, დენსიტომეტრიასა და ზოგიერთ ლაბორატორიულ გამოკვლევას.
ტკივილის კუპირებისათვის საჭიროა იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ტკივილი.
ტკივილის მიზეზის დასაზუსტებლად საჭიროა მობრძანდეთ გასინჯვაზე ტრავმატოლოგთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია. დაგენიშნებათ ინდივიდუალურად მორგებული გამოკვლევათა პაკეტი და შემდგომ, შედეგების მიხედვით სათანადო მკურნალობა.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა