ქვემო კიდურების შეშუპება - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. უკვე მესამე დღეა რაც შემიშუპდა ქვემო კიდურები (კოჭის არეში) .დღეს დამეწყო ტკივილი, გამიჭირდა სიარულიც ტკივილის გამო. და მაქვს სიწითლე. 3 დღის წინ დავიწყე ვარჯიშებიც.შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს ამითიც?
პასუხი:

მოგესალმებით!
კოჭის ტკივილი შესაძლოა მის შიდა მხარეს, გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივ ვრცელდებოდეს. ეს მყესი ქვედა კიდურის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან. კოჭის ნებისმიერი ძვლის, კუნთის, იოგის ან მყესის დაზიანება იწვევს მის ტკივილს. როგორც აღნიშნავთ, დაიწყეთ ვარჯიშები, ეს სიმპტომი შესაძლოა სპორტული აქტივობებიდან გამომდინარეობდეს, ჩვეულებრივ, უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • დაისვენეთ. არ დაატანოთ ძალა თქვენს ტერფს.
  • შეიხვიეთ კოჭი. გამოიყენეთ ბანდაჟი შეშუპების შესამცირებლად.
  • აწიეთ ტერფი მაღლა შეშუპების შესამცირებლად.

ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
  • ღვიძლის დაავადებები;
  • შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, თუ რა არის თქვენი სიმპტომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამიტომ, მობრძანდით, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტის დაგეგმვაში. საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა