ფიზიკური დატვირთვა ჭიპის თიაქრის ოპერირების შემდგომ - რჩევები

კითხვა: გამარჯობა, 2 წლის უკან გავიკეთე ჭიპის თიაქარის ოპერაცია, მაინტერესებს შემიძლია თუ არა ვარჯიში, მუცლის პრესების გაკეთება ან იოგას ვარჯიშები, ან რა სახის ვარჯიშის შესრულება შემიძლია
პასუხი:

მოგესალმებით,
ჭიპის თიაქარი კუნთებისა და აპონევროზული ქსოვილის განვითარებას, მის სისუსტეს უკავშირდება და ამ დროს რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რაც როგორც კუნთების, ისე მთელი ორგანიზმის გაძლიერებას გამოიწვევს.
მართალია, იოგა არ საჭიროებს რამე განსაკუთრებულ პირობებს, თუმცა აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია და სერტიფიცირებული მწვრთნელი, რათა დაგინიშნოთ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომელიც თავიდან აგაცილებთ შესაძლო გართულებებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა