მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ ისეთ ინფორმაციას როგორიცაა:
- რა არის გაფანტული სკლეროზი;
- რას იწვევს გაფანტული სკლეროზი;
- რა ასაკში ვითარდება გაფანტული სკლეროზი;
- გაფანტული სკლეროზის მკურნალობა.
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება:
- თავის ტვინი;
- მხედველობის ნერვები.
ასევე, ზურგის ტვინი რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას.
გაფანტული სკლეროზი უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ვითარდება, ზოგადად კი 15-დან 60 წლამდე ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წამალს შეუძლია დაავადებისგან განკურნოს ადამიანი.
მედიკამენტები უბრალოდ ამცირებენ რეციდივების სიხშირესა და სიმძიმეს, ხელს უშლიან ახალი კერების გაჩენასა და უუნარობის პროგრესირებას.
საქართველოში კოპაქსონით მკურნალობის პროგრამა დიდი ხანია შეწყვეტილია. თუმცა, არსებობს მკურნალობის ალტერნატიული, საქართველოში ნებადართული, როგორც საინექციო, ისე პერორალური და საინფუზიო მედიკამენტები.
ამისთვის აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს.
აუცილებელია უშუალო სრულფასოვანი შეფასება და გამოკვლევა, ასევე გვერდითი მოვლენების დაფიქსირება, რათა დაიწყოს გაფანტული სკლეროზის სათანადო მართვა.
თუ პაციენტი არ იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში და აქვს სახლის დატოვების უფლება, შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაუწევს დახმარებას.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
ჩვენი კლინიკის მისამართია: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქუჩა №7.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!