მოგესალმებით,
დვრილიდან გამონადენი ქალში, რომელიც არც ფეხმძიმედაა და არც ძუძუთი კვებაზე, არ არის ყველა შემთხვევაში პათოლოგიაზე მიმანიშნებელი, მაგრამ ამ დროს ექიმის შეფასება მაინც საჭიროა.
გამონადენი შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან ორივე ძუძუდან სპონტანურად ან ძუძუს დვრილის შეკუმშვის შემდეგ. დვრილიდან გამონადენი შეიძლება იყოს რძის მაგვარი, გამჭვირვალე, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან სისხლიანი.
დასაზუსტებელია, გამონადენი შეიმჩნევა თუ არა მენსტრუალურ პერიოდში, რადგან ეს შესაძლებელია ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს კავშირში.
დვრილიდან გამონადენი იშვიათადაა მკერდის სიმსივნის ნიშანი, მაგრამ იგი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინება იყოს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებელად, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე. უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებთ თქვენს მდგომარეობას, მოგცემთ რეკომენდაციებს, თუ დაგჭირდათ მამოლოგიური კვლევები, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ 50%–იან ფასდაკლებას.
- მამოგრაფიისთვის ვიყენებთ Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფს, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.
- ხოლო ექოსკოპიური კვლევებისთვის განკუთვნილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი Voluson E 10. ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიით.
აქცია ძალაშია ყოველდღე, ხუთშაბათის გარდა, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!