მოგესალმებით,
შესაძლებელია თქვენს მიერ აღწერილ სიმპტომებს იწვევდეს კუჭიც, როგორც თქვენ ახსენეთ, გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების საერთო ინერვაციის არსებობის გამო, დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ. გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად: ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად - იყოფა. პირველთაგან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ. ჩვენი რჩევა იქნება, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად მიმართოთ გასტროენტეროლოგს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , აქციის ფარგლებში 90 ლარად სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე, ასევე ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
გასტროენტეროლოგის მიერ უნდა შეფასდეს რამდენად სერიოზულია კარდიალური ჩივილები,ვინაიდან გასტროსკოპიის ჩატარება არ გახდეს სარისკო მოვლენა.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად. გამოკვლევაში შედის:
- ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
- ექოკარდიოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- სისხლში გლუკოზის გამოკვლევა;
- ლიპიდურისპექტრი;
- კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!