ღვიძლის კანის ვენის თრომბოზი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი,რაც გამოიწვია სისხში ანტიფოსფოლიპიდურმა სინდრომმა. ერთი წელია ვმკურნალიბთ , ვუკეთებთ ფრაქსიპარინს 0,4 ...ვარიკოზიც აქვს საყლაპავზე რომელიც დაუზინდა და კლიფსირება გავუკეთეთ. მაინტერესებს შეიძლება თუ არა კარის ვენაში თრომბის დაშლა??? ან ელენთის ამოკვეთა,რომელიც ძალიან აქვს გადიდებული.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფრომაციას.
კარის ვენა მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ელენთიდან აგროვებს სისხლს და იმ ძირითად სისხლძარღვს წარმოადგენს, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს განსაზღვრავს.
ზოგადად, მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა (მწვავე თუ ქრონიკული) და სიმძიმეზე.
ამ დროს რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა და ის ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლის ვენური დინების სათანადო უზრუნველყოფა.
დაავადების მწვავე ფორმის დროს მიმართავენ აგრესიულ ჩარევას:

  • არსებული თრომბის დაშლა;
  • სტენტირება.

როცა კარის ვენის განვლადობის აღდგენა შეუძლებელია, ტარდება შემდეგი სახის ჩარევები:

  • ანგიოპლასტიკა;
  • სტენტირება;
  • კარის ვენისა და სისტემური (პორტოკავალური) შუნტირება.

შესაბამისი მკურნალობის დანიშნვისათვის, აუცილებელია პაციენტის კლინიკური გამოკვლევა:

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები;
  • ულტრასონოგრაფია.
  • ინვაზიური ტესტები
  • ღვიძლის ბიოფსია;
  • კარის ვენასა და ღვიძლის ვენას შორის წნევის გრადიენტის განსაზღვრა და ა.შ.

შეუძლია პაციენტს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლების გაცნობის შემდეგ, შეგვეძლება, მივაწოდოთ მკურნალობის მეთოდის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩტაარებული, გამოკვლევების პასუხები.

ქირუგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა