კითხვა: გამარჯობა. გლუკოზა სისხლში დილით უზმოზე მაქვს 100. როგორ მოვიქცე? გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით.
სისხლში გლუკოზის დონის შეფასების რამდენიმე გზა არსებობს. უმეტეს შემთხვევაში გლუკოზას იკვლევენ უზმოზე, რაც ნიშნავს, რომ ბოლო კვებიდან გასულია მინიმუმ 8 საათი.
ნორმალურ მაჩვენებლად კი, ითვლება : 70 – 99 მგ/დლ, ანუ 3.9 – 5.5 მმოლ/ლ. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და მოგცემთ სწორ რეკომენდაციებს. ამ მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენ კლინიკაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ან 577 119 119 .
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!