მოგესალმებით,
სისხლში გლუკოზის მომატება არის პათოლოგია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შაქრიან დიაბეტზე მიანიშნებს.
იმ პაციენტებს, რომლებიც არ არიან ავად შაქრიანი დიაბეტით, უზმოზე სისხლში შაქრის დონე დაახლოებით 5 მმოლი/ლ (90 მგ%) აქვთ. საკვების მიღებისთანავე გლუკოზა 7 მმოლი/ლ-მდე (126%) იმატებს.
თქვენს შემთხვევაში აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.
შეგიძლიათ, ამ მიზნით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. სადაც ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, მაგალითად:
- გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა;
- ინსულინის კონცენტრაციის განსაზღვრა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !