ჰაერის უკმარისობა, ნევროზი - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს ჰაერის უკმარისობა და ნევროზი სპაზმები ვსვამ წამლებს ბუსპირონს რექსეტინს და შედეგს არ ვხედავ 3 თვეა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ჰაერის უკმარისობის მიზეზები;
  • რა არის ნევროზი;
  • რას იწვევს ნევროზი;
  • ნევროზის ნიშნები;
  • რა იწვევს ნევროზს.

ზოგადად, ჰაერის უკმარისობა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:

  • ჭარბი წონა;
  • პანიკური ისტერია – ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა);
  • ანემია;
  • ფილტვების დაავადებები;
  • კარდიოლოგიური პათოლოგიები;
  • ნევროზი.

ნევროზი

იგი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციის მოშლა, თუმცა ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს.

nevrozi

იგი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემის დასუსტება;
  • შფოთვა და ვეგეტატიური დარღვევები .
  • ნევროზისთვის დამახასიათებელია:
  • სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • ემოციური ლაბილობა;
  • წყენიანობა;
  • სწრაფი დაღლა;
  • მეხსიერებისა დაქვეითება;
  • გულისცემის გახშირება;
  • გაფანტულობა;
  • უძილობა ღამით და თვლემა დღისით;
  • ოფლიანობა;
  • არტერიული წნევის მერყეობა.

ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება:

  • ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა;
  • გადატვირთვა;
  • უსიამოვნო განცდები;
  • ქრონიკული სტრესი.

მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება.
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ, აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი. მხოლოდ მისი პრეპროგატივაა ჩაანაცვლოს ან შეწყვიტოს დაწყებული მედიკამენტური მკურნალობა.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნევროლოგის კონსულტაციით, რომელზეც აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
უშუალო ვიზიტის დროს შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლანებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა