მოგესალმებით,
პირიდან ცუდი სუნი ანუ ჰალიტოზი მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.
პირის ღრუში მიკროორგანიზმების 600-მდე სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.
პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადება;კუჭის დაავადება;ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი;შიმშილი ( მოდური დიეტები);სიგარეტი და ალკოჰოლი;ჰორმონული დარღვევები;
და ბოლოს რაც მთავარია, სტომატოლოგიური პრობლემები.
თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ვფიქრობთ, შესაძლოა პათოლოგიის გამომწვევია – ჰორმონული დისბალანსი. ამიტომ, უმჯობესია პირველ რიგში, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!