კითხვა: გამარჯობა ,ვარ 21 წლის ბიჭი და მაწუხებს ჭარბთმიანობა, თითქმის ყველგან მაქ, რისი ბრალი შეიძლება იყოს და ხდება თუ არა განკურნება?
პასუხი:

მოგესალმებით,
სხეულზე თმიანი საფარველის განვითარების მთავარ ფაქტორს ანდროგენები – მამაკაცის ჰორმონები – წარმოადგენს, სწორედ მათი გავლენით გარდაიქმნება ღინღლი უხეშ (ტერმინალურ) თმად, ხოლო როდესაც თმის ბოლქვები ჭარბად სტიმულირდება ანდროგენებით, თმის ზრდის პროცესი აქტიურდება:

  • თმის ღერები ხშირდება;
  • მუქდება;
  • უხეშდება;
  • ყალიბდება ჰირსუტიზმი

ძირითადი მიზეზია ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია:

  • ჰიპოფიზის;
  • ფარისებრი ჯირკვლის;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქცია. 

აუცილებელია შემდეგი, გამოკვლევების ჩატარება:

  • პროლაქტინი; 
  • ესტრადიოლი;
  • პროგესტერონი;
  • ტესტოსტერონი; 
  • TSH; 
  • FT4. 

თქვენს შემთხვევაში, ზუსტად რა ჰორმონების გამოკვლევა იქნება საჭირო, წინასწარ და დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, უშუალო ვიზიტისას უნდა შეიკრიბოს ანამნეზი, შეფასდეს ობიექტურად მდგომარეობა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დაგენიშნოთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა