მოგესალმებით,
ჰემატომა – ესაა სისხლის შემოფარგლული დაგროვება, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვთა დაზიანებებისას.
როგორც მოგვითხრობთ „ მგონი გარშემო უბანზეც გამაგრდასავით“ , შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანთებით პროცესს.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ამიტომ უმჯობესია პირველ რიგში ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა და რბილის ქსოვილების ექოსკოპია , დასკვნის მიხედვით კი განსაზღვროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან, ტრავმალოტოგთან ან ჰემატოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, თქვენთვის სასურველ დროს და გაგეწევათ აღნიშნული მომსახურება.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაციები ტრავმატოლოგთან და ანგიოლოგთან.
ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ორშაბათსა და სამშაბათს, ხოლო ტრავმატოლოგთან – ხუთშაბათსა და შაბათს.
თუ გსურთ ისარგებლოთ აქციით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,ფეხზე დამეცა რკინის სკამი.მაქვს ჰემატომა რამოდენიმე ერთ უბანზე წვივის არეში.რა აღარ გავიკეთე,ჰეპარინის მალამო სპირტის კომპრესები.არ დაიშალა.2 თვე გავიდა უკვე.ეგ კიარა მგონი გარშემო უბანზეც გამაგრდასავით.გთხოვთ მითხრათ რა მესაჭიროება.რას იწვევს ჰემატომა?მომაწოდეთ გთხოვთ ონფორმაცია ვნერვიულობ ძალიან ტკივილი არმაქვს .სიარულის დროს არ მაწუხებს.უბრალოდ მეშინია.ჰემატომა იქნება სადღაც 3-4 სმ რამოდენიმე ერთმანეთის გვერდით
პასუხი: