ვიზიტი ანგიოლოგთან - ანგიოლოგია

კითხვა: ყოველ ღამე მაქვს ფეხის წრიალი და თითები მესკვნება თითებში რას აღარ ვხმარობ რისი ბრალი იქნება ვარ 57 წლის საკმაოდ მოძრავი და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ სიარული არ მაკლია არც წონა მაქვს ვარ 55 კილო
პასუხი:

მოგესალმებით,
კრუნჩხვა კუნთების უნებლიე უკონტროლო შეტევითი ხასიათის შეკუმშვაა. ის ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში.
კუნთების კრუნჩხვა ორი სახისაა:

  • მიოტონური;
  • მიოკლონური.

ტონური კრუნჩხვა კუნთის მტკივნეულ შეკუმშვას წარმოადგენს. ამ დროს კუნთი ძნელად ექვემდებარება მოდუნებას და მწველ ტკივილს იწვევს. კლონური კრუნჩხვა კუნთის ან კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვაა, შერხევის, თრთოლვის ტიპის.
კუნთების კრუნჩხვას სხვადასხვა მიზეზი აქვს:

  • სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონი;
  • წვივის კუნთების გადაძაბვა და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავის დაგროვება;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვა შეიძლება განვითარდეს ცივ წყალში ბანაობისას ან ღამის ძილში. ეს უბრალო სპაზმი კი არ არის, არამედ აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით პერიფერიიდან წამოსული იმპულსის საპასუხოდ.
  • ფეხების კრუნჩხვა შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა.
  • ჯანმრთელ ადამიანებს კრუნჩხვა აღენიშნებათ სტრესის დროს, ასევე გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად და სხვა.
  • პაპანაქება სიცხეში კრუნჩხვა ზოგჯერ ორგანიზმის გაუწყლოების გამო ვითარდება.

იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ, ამიტომ მობრძანდით ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი–სპეციალისტი შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კვლევებს, ასევე შესაძლებელია ვიზიტისას მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა