ჰიპერჰიდროზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ოფლიანობა, მთლიან სხეულზე. გამოვიკვლიე ფარისებრი ჯირკვალი და ნორმაში მაქვს ყველაფერი. იონიზ კალციუმი ვიტა D3,abTP0, abTG ამის გამოკვლევა მირჩია. რის ექიმთან უნდა მივიდე, რომ მირჩიოთ. ან კიდევ რა შეიძლება იყოს ამის(ოფლიანობის) გამომწვევი მიზეზი? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით!
ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს. მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დისკომფორს იწვევს ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:

  • ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
  • პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
  • ჭარბოფლიანობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, მაგალითად :
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
  • ინფექციური დაავადებები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • თირკმელების დაავადებები
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • გენეტიკური დაავადებები;
  • ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა