მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია გაგცეთ ზუსტი პასუხი, თუმცა აშკარაა, რომ საქმე სერიოზულია და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
თუ თქვენ სწორად იზომავთ წნევას და მაჩვენებელი 80/60 არის ე.ი საქმე ეხება ჰიპოტენზიას. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი – არტერიული ჰიპოტენზია.
თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა.
ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები.
ასევე, გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას.
- წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგან, ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება;
- არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი;
- გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე; მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე;
- ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული;
- ტერფები უნდა იდოს იატაკზე;
- შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს;
- მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა);
- განმეორებით გაზომვამდე უნდა გავიდეს 1 წუთი.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მდგომარეობა საყურადღებოა. რადგან შესაძლოა, ჰაერის უკმარისობასაც სწორედ ჰიპოტენზია განაპირობებდეს.
სასურველია გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!