ჰიპოთირეოზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა! დამიდგინდა ჰიპორტრიოზი. ერთი წლის წინ.დანიშნული მაქვს ეუტიროქს75 ნახევარს. ბოლოს ანალიზებმა ნორმა აჩვენა. მკურნალობას ვაგრძელებ. მაგრამ პერიოდულად მაინც ვიმატებ წონაში და ვსივდები და დაღლილობის შეგრძნება მაქვს. ეს გრძელდება რამოდენიმე დღე და მერე ისევ კარგად ვარ და წონაშიც ცოტას ვიკლებ. მაინტერესებს რატომ ხდება ასე
პასუხი:

მოგესალმებით,

ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, წონის მატებით, გადაღლილობის მაღალი ხარისხით, სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობით ხასიათდება.

კლინიკური სურათი მის ეტიოლოგიაზე, პაციენტის ასაკზე, ასევე, თირეოიდული ჰორმონის დეფიციტის განვითარების ხანგრძლივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული.

ჰიპოთირეოზის კლინიკური დიაგნოსტიკის ძირითადი პრობლემა სპეციფიკური სიმპტომების არარსებობაა.

ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობის პრინციპებს ემყარება.

თუ მაღალი მაჩვენებლები 3-6 თვის შემდეგ სტაბილურად მაღალი დარჩა, ამ შემთხვევაში სასურველია ჩანაცვლებითი მკურნალობა L-T4-ით, თუმცა მკურნალობის კურსს აუცილებლად სპეციალისტი გეგმავს.

ჰიპოთირეოზის მკურნალობა

თირეოიდული სტატუსის ისეთ დაბალანსებას გულისხმობს, რომ სრულყოფილად და მყარად დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.

საჭიროა სწორად შერჩეული მკურნალობის კურსი, ამიტომ გირჩევთ მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.

ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგირჩევთ ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.

ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა