არითმია, ჩიყვი, უძილობა და ნევროზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ფეხმძიმობის შემდეგ დამრჩა მაღალი წნევები, ვიღებდი წნევის მარეგულირებელ წამლებს ეხლა დამეწყო არითმია , აღმომაჩნდა ჩიყვი , რომელიც არ მქონდა ადრე, გავიკეთე გამოკვლევები და ვერაფერი დამიდგინეს,მაქვს უძილობა და შეიძლება თუ არა ნევროზმა და უძილობამ გამოიწვიოს არითმია?
პასუხი:

მოგესალმებით!
ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის – კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის, პატარა, ენდოკრინული ორგანოს გადიდება.
ეს არ ნიშნავს, რომ ჯირკვალში ჰორმონების პროდუქცია უთუოდ დაქვეითებული ან მომატებულია. ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა შეიძლება იყოს ნორმაზე ნაკლებიც, ნორმალურიც და ნორმაზე მეტიც.

  • ჰიპერთირეოზი ზრდის გულისცემასა და გულის შეკუმშვის უნარიანობას, მასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს: გულის ფრიალი;
  • პულსის აჩქარება;
  • არარეგულარული პულსი ხშირი ექსტრასისტოლების გამო ე.წ. პულსის ამოვარდნები.

ირეოტოქსიკოზის ყველაზე საშიში გართულება გულის რითმის დარღვევებია, უხშირესად ვითარდება მოციმციმე არითმია, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სახის არითმიაც.
როგორც აღნიშნავთ, გაწუხებთ უძილობა. ჰიპერთირეოზი იწვევს ნევრული სისტემის მუშაობის აჩქარებას. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ემოციური ლაბილობა, ადვილად გაღიზიანებადობა, მტირალობა. პაციენტებს თირეოტოქსიკოზით ხშირად აქვთ ძილის პრობლემა, უჭირთ ჩაძინება, ხშირად ეღვიძებათ ღამით.
რთულია დისტანციურად ზუსტად და ამომწურავად გიპაუხოთ, თუ რა არის თქვენი სიმპტომის მიზეზი, ამიტომ შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგელბში, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად, კვლევაში შედის:

  • ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით;
  • TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.

ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი–ენდოკრინოლოგი, კვლევების შემდეგ მოგცემთ რეკომენდაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც. ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ ექიმებთან სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა