კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს რა შეიძლება გახდეს ჭარბთმიანობის მიზეზი.ვარ 30 წლის და დაახლოებით 25 წლამდე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს იმ რაოდენობით მქონდა.არანაირ წამლებს არ ვიღებ.წონა ნორმალური მაქვს ,63 კგ.თუმცა ბოლო ერთ წელიწადში 6 კგ მოვიმატე.
პასუხი:

მოგესალმებით,
სხეულზე თმიანი საფარველის განვითარების მთავარ ფაქტორს ანდროგენები – მამაკაცის ჰორმონები – წარმოადგენს, სწორედ მათი გავლენით გარდაიქმნება ღინღლი უხეშ (ტერმინალურ) თმად, ხოლო როდესაც თმის ბოლქვები ჭარბად სტიმულირდება ანდროგენებით, თმის ზრდის პროცესი აქტიურდება, თმის ღერები ხშირდება, მუქდება, უხეშდება და ყალიბდება ჰისტურიზმი.
ძირითადი მიზეზია ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია ( ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის), საკვერცხეების ჰიპოფუნქცია. აუცილებელია შემდეგი, გამოკვლევების ჩატარება: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროგესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4.
თქვენს შემთხვევაში, ზუსტად რა ჰორმონების გამოკვლევა იქნება საჭირო, წინასწარ და დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, უშუალო ვიზიტისას უნდა შეიკრიბოს ანამნეზი, შეფასდეს ობიექტურად მდგომარეობა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დაგენიშნოთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა