ირიგოსკოპიის დასკვნა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ირიგოსკოპიის დასკვნა,სახეზეა დოლიქოსიგმა სიგმური კოლინჯი წარმოდგენილია 3-4 მარყუჟით გდაწეულია მარჯვნივ და ვერტიკალურად განივი კოლინჯი დაგრძელებულია შუა მესამედი ფტოზირებულია მცირემენჯის ღრუში!თუ ინკურნება ეს დაავადება?
პასუხი:

მოგესალმებით,
დოლიქოსიგმა - ეს არის დაგრძელებული სიგმური ნაწლავი, იგი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი.
დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობა, მუცლის შებერილობა, არასრული დეფეკაციის შეგრძნება, მეტეორიზმი.
ნაწლავის ანატომიურ თავისებურებათა გამო ჭიანურდება მასში საჭმლის მონელების პროდუქტების გადაადგილება, ეს ზემოქმედებს ნაწლავის ნერვულ აპარატზე და ცვლის ნაწლავის მიკროფლორას.
ამ დაავადების განკურნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სწორი მკურნალობით.
მკურნალობის კურსის შესარჩევად, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა