მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კისრის ოსტეოქონდროზი;
- რა იწვევს კისრის ტკივილს;
- რეკომენდაცია.
სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში, კისრის ტკივილი გამოწვეულია ისეთი პათოლოგიიდან როგორიცაა კისრის ოსტეოქონდროზი, რომელიც ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა და სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეობს, რადგან, კისრის არეში უამრავი სისხლძარღვი და ნერვი გადის.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
გარდა კისრის ოსტეოქონდროზისა, ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი პათოლოგიები:
- კისრის კუნთების სპაზმი;
- მალათაშუა დისკის თიაქარი;
- სახსრების ართრიტი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, თუმცა შეგვიძლია, მოგცეთ რამდენიმე რჩევა:
- შეინარჩუნეთ კისრის სწორი პოზიცია ,როგორც ჯდომის, ისე წოლის დროს;
- თუ ტვირთი მძიმეა, ატარეთ ზურგჩანთა;
- ნუ დახრით თავს დიდი ხნის განმავლობაში;
- ყურადღება მიაქციეთ, ძილის დროს ბალიში უნდა იყოს მოხერხებული;
- ტკივილი თუ აუტანელია, შეგიძლიათ მიიღოთ იბუპროფენი (400მგ).
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!