თქვენთვის განკუთვილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- როდის ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია;
- რა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- როდის ტარდება მრტ კვლევა;
- კტ და მრტ კვლევების განსხვავება.
ზოგადად, კომპიუტერული ტომოგრაფიის არსი გამოსაკვლევი ობიექტის შინაგანი აგებულების მათემატიკური მოდელირებაა, ინფორმაციას კი, მისი სხვადასხვა სიბრტყეზე მიღებული გამოსახულებებიდან ვიღებთ.
კომპიუტერული ტომოგრაფია
მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევასთან შედარებით, კტ კვლევა სწრაფი და მოხერხებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ პაციენტი ამა თუ იმ დაავადების, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადიაში, ტრავმული დაზიანების დროს. კომპიუტერული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიური, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, პულმონოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
კტ აპარატი უმეტესად დგას იმ კლინიკებში, სადაც პაციენტებს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას უწევენ.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
მრტ კვლევა გამოიყენება გაცილებით ნატიფი და არაურგენტული შემთხვევების გამოსაკვლევად თუმცა, არის შემთხვევები, მაგალითად, იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადია, როდესაც საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.
კვლევის ამ ორ მეთოდს შორის აღსანიშნავია განსხვავება მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც. მაგალითად, იმისთვის, რომ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით სამ განზომილებაში სრული ინფორმაცია მივიღოთ, 30-40 წუთი მაინცაა საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფია კი, გაცილებით ხანმოკლეა.
კონკრეტულ შემთხვევაში რომელი აპარატურული კვლევა იქნება მეტად ინფორმაციული, რა თქმა უნდა, სპეციალისტი წყვეტს, რისთვისაც, საწყის ეტაპზე უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ამის შემდეგ კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგიძლიათ, ისარგებლოთ მთლიანი სხეულის როგორც კომპიუტერულ ტომოგრაფიული, ისე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულებს:
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგი: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-mtliani-skheulis-magnitur-rezonansuli-skriningi/31547
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-mtliani-skheulis-magnitur-rezonansul-kvlevas/31459
- მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია: https://kirurgia.ge/full-article/mtliani-skheulis-kompiuteruli-tomografia-ukontrastod-350-larad-kholo-intravenuri-da-peroraluri-kontrastirebit-450-larad/31468
გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!