კონსულტაცია ყბა–სახის ქირურგთან - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა ქვედა ყბაზე მაქ შიგნიდან შარიკივით პერიოდულად ტკივილსაც ვგრძნობ და ენასაც მატკივებს იმ მხარეს სადაც გამონაზარდია თუ არის საშიში და რა კონსულტაციებია ამისთვის საჭირო მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ ჩივილების მიხედვით, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება გაგვიჭირდება.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი როგორც ვიზუალურად ისე ინსტრუმენტულად დაათვალიერებს პირის ღრუს, გამორიცხავს ან დაადასტურებს პათოლოგიებს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა , ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა მკურნალობაში. მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპია წარმოადგენს უახლეს კვლევით მეთოდს, როდესაც ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას.
შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება, ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კი შესაძლებელია მანიპულაციის დასრულებიდან ერთ საათში.
პაციენტი ინარჩუნებს სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ფუნქციებიც აღდგენადი ხდება.
ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა