ყბის „ჩაკეტვა“ - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა,რამდენჯერმე მქონია შემთხვევა რომ სახის მარჯვენა მხარეს რაღაცნაორად ყბა ჩამკეტვია,ანუ ნახევარზე ვაღებდი პირს მაგრამ ეს წამიერი იყო,ავამოძრავებდი ქვედა ყბას და ისევ გასწოდებოდა.დღეს დილას ასე დამემართა მაჰრამ ვერაგროთ გავასწორე,ჭამის დროს რაღაცნაირი ოდნავი ტკივილი მაქვს მომენტებში,მარჯვენა ყური თითქოს ოდნავ შემიგუბდა,ადრე ორჯერ მქონდა მარჯვენა ყურის ანთება.ასევე მიკეთია ბრელეტები ორივე ყბაზე.რაიმე საშოში ხომ არ არის უკვე ძალიან ვნერვიულობ :(
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ეხმარება ძვლებს სრიალში. ძვლების დაკავშირების ადგილას არის ხრტილი და პატარა დისკი, რის გამოც მოძრაობა გლუვია.
ზოგადად, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები იწვევენ ქვედა ყბის და ყბის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთების ტკივილს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. ტკივილი შეიძლება რამდენიმე პრობლემის კომბინაციით იყოს გამოწვეული, მაგალითად ართრიტით და ყბის ტრავმით.
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის გარეშე, ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ბატონ შოთა ლობჟანიძესთან კონსულტაციაზე.
ვიზიტისას ექიმი ობიქტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ კვლევებს, დასვმას დიაგნოზს და შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.

გაცნობებთ, რომ ყბა–სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა