კუჭის ტკივილი და შებერილობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დიეტის შემდეგ მაქვს ამ ახალწლების დროს საშინელი კუჭის ტკივილი ჭამის დროს ან დასრულებისთანავე და შებერილობა. სხვა სიმპტომები არ მაქვს როგორიცაა მადის დაქვეითება გულძმარვა ბოყინი და ა.შ რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
გადატვირთული საახალწლო ქართული სუფრის ფონზე შესაძლოა კუჭ–ნაწლავი გაღიზიანდეს.
თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დაიცავთ კვების ჯანსაღ, სწორ ფორმას.
გირჩევთ, მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, კვების რაციონში ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც საუკეთესო ხერხია ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი საკვებისგან განსატვირთად. მოერიდეთ ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს. დღის განმავლობაში დალიეთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. თუ მაინც შეგექმნათ დისკომფორტი და სიმპტომებმა არ გაიარა, უმჯობესია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს და ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას.
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითნებურ მკურნალობას და გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაცია.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა