კვება ქიმიოთერაპიის შემდეგ - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ დამიდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსიმნე 1 სტადია არ იყო მეტასტაზები და იღლიის ლიმფური კვანძები გავიკეთე ოპერაცია 4 ქიმია და სხივური თერაპია“ გასულია 5 თვე მაინტერესებს ორგანიზმის გაჯანსაღების მიზნით შეიძლება არაყზე ან წყალზე დაყენებული ფუტკრის დინდგელი მივიღო ან თაფლის შავი ღვინის და ალოეს ნაზავი წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ზოგადად ფუტკრის დინდგელი ( 30% სპირტიანი ექსტრაქტი ) ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური ( ტკივილის გამაყუჩებელი) , ჭრილობის შემახორცებელი საშუალებაა.
ხოლო, რაც შეეხება თაფლის შავი ღვინის და ალოეს ნაზავს – გამოიყენებოდა ძველ, ხალხურ მედიცინაში და მისი დადებითი ან უარყოფითი თვისებების შესახებ ტრადიციულ მედიცინაში არაა ცნობილი.
შესაბამისად რეკომენდაციას ვერ გავუწევთ ვერცერთ "გამაჯანსაღებელს" .
თქვენს შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას :
● კვების რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული (ფუნთუშეული) და შეზღუდეთ შაქარი;
● შეზღუდეთ რძე ( დასაშვებია ხაჭო და ყველი );
● სასურველია არ მიირთვათ საქონლისა და ღორის ხორცი ( თევზი და ქათმის ფილე დასაშვებია);
● მიირთვით ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, მათი წვენები, ბურღულეული.
● ერიდეთ ყავას, მუქ ჩაის და შოკოლადს - ყველაფერს, რაც მდიდარია კოფეინით. ( შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი).
● დღეში სასურველია მიიღოთ 1,5 ლიტრი წყალი.
საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ ინდივიდუალური კვების რაციონს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგთან.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დაასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა