ლიმფადენოპათია - მამოლოგია

კითხვა: ორივე იღლიაში მაქვს ოდნავ გადიდებული ლიმფური კვანძები,12 მმ.მდე რომ არ გადიდდეს ან ფორმა შეიცვალოს არის თუ არა პრევენციის მიზნით რამე,მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფადენოპათია ლიმფური ჯირკვლების სისტემური გადიდებაა, რომელიც არ არის დაკავშირებული ანთებასთან, მაგალითად, ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების, მეტასტაზირების, პროლიფერაციის დროს.
იღლიის ფოსოში უხვად არის საოფლე ჯირკვლები, რომელთა გაღიზიანებაც ხშირად იწვევს იღლიის ლიმფური კვანძების გადიდებას 15 მმ-ზე მეტად. ასეთი კვანძები, წესისამებრ, არ არიან საშიში, მაგრამ აუცილებელია, სწორად შეფასდეს მათი სტრუქტურა და მოხდეს პათოლოგიური პროცესებისგან დიფერენცირება.
სხვა რბილქსოვილოვანი პათოლოგიებიდან აღსანიშნავია:

  • ლიპომა;
  • ათერომა;
  • ლიმფოცელე;
  • სეროზოცელე (ლიმფისა და სეროზული სითხის დაგროვება).

მათი დიფერენცირება შედარებით ძნელია, რადან თითქმის იდენტურ ექოლოგიურ სურათს იძლევა. ლიპომას შესაძლოა ჰქონდეს კაფსულა ან არაკაფსულირებული შედარებით მომატებული ექოგენობის უბნის სახით დაფიქსირდეს ცხიმოვან შრეში.
დიაგნოზის დაზუსტების მთავარი გზაა ბიოფსია ექოსკოპიური კონტროლით. ნებისმიერი წარმონაქმნის აღმოჩენისას აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი კვლევები და დინამიკური კონტროლი.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, დისტანციურად განსაზღვრა არაკორექტულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი–მამოლოგი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა