მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე „ ჩავიტარე ქვემო კიდურებზე გამოკვლევა, მაგრამ იქ ლიმფო მითხრეს“ , სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ლიმფოსტაზზე, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:
- ლიმფური სადინარების თანდაყოლილმა დეფექტებმა;
- ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა);
- ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ;
- კუნთების ტონუსის დაქვეითებამ;
- სიმსუქნემ და ა.შ.
რაც შეეხება ჰაერის უკმარისობას, შესასწავლია რესპირატორული და გულ–სისხლძარღვთა სისტემა, რათა გამოირიცხოს პათოლოგიები.
ხოლო თვალისა და ტუჩის „თამაში“, შესაძლოა გამოწვეული იყოს სახის მეშვიდე ნერვის დისფუნქციით.
ლიმფოსტაზის მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება რიგი დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგი და კარდიოლოგი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!