მოგესალმებით,
ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს.
სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიებისა და ვენერული დაავადებების (უმეტესად - სიფილისის) დროს, დიდდება საზარდულის ლიმფური კვანძები. რამდენიმე ჯგუფის ლიმფური კვანძის ხანგრძლივი გადიდება შესაძლოა ისეთ დაავადებებზე მიუთითებდეს, როგორიც არის ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, აივ-ინფექცია.
მიმოწერის რეჟიმში ამომწურავ პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, შესაბამისად, გირჩევთ მიმართოთ ინფექციონისტს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. შეგიძლიათ ამ პასუხით მითხრათ საშიშია თუ არა რამე . გადავიღე მრნჯ ბარძაყის სახსრების ეხო . პასუხი ესეთია. მარცხნივ ბოქვენის ძვლის სიპტომურ არეში სიმფიზიფის სასახსრე კაფსულა გასქელებული შეშუოებული კაფსულიტი. აღნიშნულ არეში არსებული კუნთების ნაწილი ბოჭკოების დაზიანებყლი წინა უკანა ზომით 8 მმ. დაზიანებულის ირგვლივ მსუბუქად შეშუპებული კუნთოვანი ქსოვილი . საზარდულის არეში ორივე მხარეს ფიქსირდება შეუცვლელი სტრუქტურის 10 მმ ლიმფური კვანძი . შეგიძლიათ მითხრათ საშიშია რამე . რამ გამოიწვია დღემდე ვერ ვხვდები . ზღვიდან ჩამოსვლისას სოკო შემხვდა დავიწყე მკურნალობა და ერთ დღესაც ვანიდან გადმისვლისას ფეხში უსიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი საკეცში თითქოს რაღაც გაწყდაო . ნამშობიარები ვარ ორი წელია უკვე . ორსულობისას არ მქონდა სიმფიზიფის პრობლემა არც მშობიარობის შემდეგ . ტკივილებიდან ორ თვეში მივედი ექიმთან და რედგენზე სიმფიზიფის დაშორება არ იყო ნორმა იყი 5 მმ . შეიძლებოდა ეგ გახსნილიყო და და მაგას გამოეწვია ჩახევა და მერე ძველ ფორმას დაბრუნებოდა ? ძალიან გაურკვევლობაში ვარ . ეს მენჯ ბარძაყის სსხსრის ეხო 3 დღის გაკეთებულია
პასუხი: