მოგესალმებით,
ზოგადად, ლეიკოენცეფალოპათია თავის ტვინის სტრუქტურებში (თეთრ ნივთიერებაში) არაანთებით ცვლილებებს ნიშნავს, რაც ცვლილებების დასახელებაა და არა დიაგნოზი.
მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, დისტანციურად ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
საჭიროა ექიმი ნევროლოგი/ნეიროქირურგის მიერ შეფასდეს საერთო მდგომარეობა. აქ გასათვალისწინებელი იქნება ზოგადი სიმპტომები და საერთო კლინიკური სურათი. პროგნოზსა და მკურნალობის მეთოდზე მხოლოდ მას შედეგ შეიძლება საუბარი, როცა შეფასდება ჩივილები, თქვენი ზოგადი მდგომარეობა და მრტ მონაცემები ერთობლივად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!