კითხვა: გამარჯობა, 1 თვეა რაც გავიკეთე მამოპლასტიკა, ჭრილობა არ ხორცდება, სისტემატიურად მოდის სითხე (ლიმფა) წვეთებები, ვფიქრობ ეს უშლის ხელს ჭრილობის დახურვას, გაჩერდება რამდენიმე დღე, ჭრილობაც უკეთესადაა მაგრამ მერე ისევ იწყებს წვეთვას, სისხლძარღვები არ ხორცდება წესიერად. აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, მაინტერეს ებს რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ტველაფერი და მაქსიმუმ, ყველაზე ცუდი რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? რამე ხომ არ დამემართება მკერდში? გთხოვთ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად მამოპლასტიკის შემდეგ, აღნიშნული ჩივილი ნორმალურ რეაქციად ითვლება, თუმცა მხოლოდ 2 კვირიდან – 3 კვირამდე.
სისხლისა და ლიმფის გასააქტიურებლად, ამ დროს , რეკომენდებულია სპეციალური კორსეტის მოხმარება, ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში.
ასევე, ოპერაციიდან 10 დღის განმავლობაში – უარი სექსუალურ კონტაქტზე.
1 თვის მანძილზე თავი შეიკავეთ ფიზიკური აქტივობისგან.
სხვა შემთხვევაში აუცილებად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც ჩაგიტარათ მამოპლასტიკა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!