სარძევე ჯირკვლის პრობლემები - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვიმყოფები საზღვარგარეთ,მაქვს ექიმთან ვიზიტი დანიშნული,მაგრამ სანამ მივალ,ზოგადად თუ შეგიძლიათ მითხრათ, ყოველთვის ვიტარებ მკერდის თვითგასინჯვას.არასოდეს არმქონია ცვლილება. ორი კვირის წინ მქონდა კბილის აბსეცი, ექიმმა ამოიღო კბილი და დამინიშნა ანტიბიოტიკი. წამლის მიღებიდან დღეში დამეწყო მკერდის ქავილი.გაჩნდა პატარა არ ვიცი ჯირკვალი თუ კისტა და მაწუხებს. მაქვს დისკომფორტი. დაახლოებით ერთ კვირაში გაქრა ეს რაც იყო,მაგრამ დისკომფორტი დარჩა. რა შეიძლება იყოს? სანამ მომიწევს ექიმთან ვიზიტი ვნერვიულობ ძალიან.ვარ 39 წლის. მადლობა დიდი.
პასუხი:

მოგესალმებით,

როგორც მოგვითხრობთ, აღნიშნულ დისკომფორტს უკავშირებთ ანტიბიოტიკებს.

შესაძლოა, მკერდის ქავილი და სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ანტიბიოტიკის ალერგიული რეაქცია იყოს.

დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ მამოლოგთან, რათა გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები.

როდესაც ჩამობრძანდებით სამშობლოში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ  მამოლოგიურ სკრინინზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა