კითხვა: გამარჯობა. მარჯვენა მკერდში შევნიშნე ბურთის მაგვარი გამაგრება ბავშვი მყავდა ბუნებრივ კვებაზე მაგრამ ამ მკერდში ნაკლებად მიდგებოდა რძე და შესაბამისად უმეტეს წილად მარცხენა მკერდით ვკვებავდი... დაახლოვებით წელიწადზე მეტია რაც ძუძუზე დავანებებინე თავი ტკივილით არ მტკივა უფრო წვის შეგრძნება მაქვს არც ტემპერატურა არ მაქვს და არც გამონადენი რაშეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა  შესაძლოა, იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება  არ მოხდა, იგი გადაიზარდა მასტიტში ( სარძევე ჯირკვლის ანთება) .

ამას გარდა ლაქტოსტაზი შესაძლოა დამთავრდეს ჰიპოგალაქტიით (სარძევე ჯირკვლებიდან რძის შენელებული გამოყოფა).

აუცილებელია კვალიფიციური დიაგნოსტირება ,ვინაიდან სხვაგვარად საკითხს  დისტანციურად ვერ გადავწყვიტავთ .

შესაბამისად ,გირჩევთ ,მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“  მამოლოგთან კონსულტაციაზე, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და შეირჩეს  მკურნალობის მეთოდი.

ვიზიტის ფარგლებში  შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს ძალიან დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ  ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა