კითხვა: გამარჯობა, ორი დღეა მკერდში შევამჩნიე ტკივილი. ერთი წელი არარის რაც პატარა აღარ ჭამს ძუძუს რომ შევიმოწმე მკერდი პატარა სიმაგრე მქონდა ხელი რომ მოვუჭირე რძე გამომივიდა და ცოტა ტკივილი მომეშვა. მირჩიეთ რა გავაკეთო. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება, თუმცა შესაძლოა, იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება არ მოხდა, მან გამოიწვია მასტიტი ( სარძევე ჯირკვლის ანთება) .
ამას გარდა ლაქტოსტაზი შესაძლოა დამთავრდეს ჰიპოგალაქტიით (სარძევე ჯირკვლებიდან რძის შენელებული გამოყოფა).
აუცილებელია კვალიფიციური დიაგნოსტირება.
შესაბამისად, გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის მეთოდი.
ასევე, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ მამოლოგის კონსულტაციას და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა