მეხსიერების პრობლემა - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ვარ 37 წლის. ბოლო რამოდენიმე წელია, დამეწყო მეხსიერების პრობლემა, მავიწყდება ძალიან ელემენტარული რაღაცეებიც კი, ზოგჯერ მეტყველების დროს სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, ან რაღაც გრამატიკულად გაუმართავ წინადადებებს ვამბობ, საუბრისას მავიწყდება რაზე ვლაპარაკობდი. თავის ტკივილები იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს, უფრო წნევის ცვალებადობის დროს (რამდენად კავშირშია აღნიშნულ პრობლემასთან, არ ვიცი). აქვე ავღნიშნავ, ადვილად გამოვდივარ წყობიდან და დიდხანს გამყვება ხოლმე ღელვა. რა შეიძლება იყოს ჩემი პრობლემების მიზეზი და რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო?
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად, მეხსიერება ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში  განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ, ამიტომ დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რადგან, მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის ასაკობრივი ცვლილებების მიზეზით არ ხდება.

დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.

მოგცემთ რამდენიმე რჩევას რეკომენდაციის სახით:

  •   მოიწესრიგეთ ძილი;
  •   გაითვალისწინეთ დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ;
  •   მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
  •   ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და  საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის ,  დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინoმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას  შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ  დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის და თქვენზე მორგებულ მეთოდს.

თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა