მოგესალმებით,
მას შემდეგ, რაც ახალშობილი მოევლინება ქვეყანას, დაახლოებით 8-9 თვე სჭირდება ქალის ორგანიზმის აღდგენისათვის, თუმცა ჰორმონული ფონის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად კიდევ უფრო მეტ ხანს საჭიროებს, ასევე სარძევე ჯირკვალი, რომლის საწყისი მდგომარეობაში დაბრუნება დამოკიდებულია ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში ჰორმონების გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე.
მხოლოდ ძუძუთი კვების დროს ნორმაში მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში. ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე 3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.
პრევენციის მიზნით, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, ისევე როგორც წინა შეტყობინებაში, ახლაც შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, 2თვეა რაც ვიმშობიარე, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, გამონადენი მქონდა 30 დღე, შემდეგ შემიწყდა და ისევ მომივიდა 34-ე დღეს, რომელიც გამიგრძელდა 44 დღემდე, ამის შემდეგ არ მომსვლია 54 დღემდე, 54-ე დღეს ისევ მომივიდა და დღემდე მაქვს ცოტა რაოდენობის, ბავშვი ბუნებრივზე მყავს .. თუ შეგიძლიათ შეძლებისდაგვარად მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა?!!
პასუხი: