მენსტრუალური დარღვევა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 29 წლის ბოლოს 20 თებერვალს მქონდა მენსტრუაცია 2 მარტს მქონსა სექსი მას შემდეგ არ მომსვლია მანამდე ჩცეულებრივათ მქონდა 18 უნდა მომსვლიყო და არომივიდა მოსვლის დრო რო მქონდა მუცელი ამტკივდა და წელი მარა არ მომივიდა ხშირათაც გავდიოდი შარდზე ერთი კვირის შემდეგ აღარ გავდიოდი მალე მარა სუ იმის გრძნობა მაქ რო მინდა საკვრცხეებიც მტკივა ხომე ხანდახან ხანდახან დაბლაც მტკივა შიგნიდან თავიდან ჩვეულებრივათ რო მომდიოდა დამოვრჩებოდი თეთრი გამონადენი მაქ ხომე ცოტა 28 მარტს თეთრი გამონადენი ყავისფრათ მომდიოდა 4 აპრილს ერთხელ ცოტა მეტი წამომივიდა და ისიც ყავისფერი მერე ისევ ცოტა მენსტრუაცია კი არ მომსვლია მუცელი და წელი კი მტკივა ისევ განსაკუთრებით მადინ თუ დავიღალე და ოდნავ მძიმე ავწიე თან მალეც ვიღლები თუ შეგიძლიათ მითხარით რისი ბრალი შეიძლება იყვეს მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი სიმპტომი მრავალმა სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა დიფერენცირება და განსაზღვრა არის თუ არა ეს:

  • ჰორმონული დაღვევის ნიშანი;
  • საშვილოსნოს პათოლოგია;
  • საკვერცხის პათოლოგია და ა.შ.

მენსტრუალური ციკლის არქონა და ამასთან ყავისფერი გამონადენი შესაძლოა, მიგვანიშნებდეს სპონტანურ აბორტზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ ვიზიტს გინეკოლოგთან და ექოსკოპიურ კვლევას, რათა დადგინდეს ხომ არ დარჩა ემბრიონის ნაწილები, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე გამოიწვიოს.
აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან და არ გადადოთ ვიზიტი!
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ საგაზაფხულო აქცია, ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია + მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31556/sagazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა